საქართველო ჰუმანიტარულ მისიაში

ავღანეთიდან პარტნიორების მიერ ევაკუირებული მგზავრების გადაყვანის პროცესში საქართველო აქტიურ მონაწილეობას განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე, ჩამოყალიბებულია რეგიონული სატრანზიტო ჰაბი. მის მართვაში ქართველი, ნორვეგიელი, შვედი, ფინელი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი მონაწილეობს.

ტერიტორიაზე მოეწყო კარვები და სამედიცინო პუნქტები, სადაც ავღანეთიდან სხვა ქვეყნებში ტრანზიტით მიმავალ მგზავრებს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის თვითმფრინავები.

ქაბულის მიმართულებით ფრენა ყოველდღე სრულდება. ხოლო, ქაბულიდან უკვე თბილისის აეროპორტის გავლით პარტნიორების მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისებით ევაკუირებული მგზავრები სხვადასხვა ქვეყანაში გადაჰყავთ. ასევე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ავღანეთში საქართველოდან სასმელი წყალი გაიგზავნა.