ვითარება ავღანეთში 

„თალიბანის“ მიერ ავღანეთზე კონტროლის მოპოვების შემდეგ ქვეყნიდან გასვლას ისევ ათასობით ადამიანი ცდილობს.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციას 10 000-ზე მეტი ადამიანი ელოდება. აშშ-მა ევაკუაციის დასრულების ბოლო ვადად 31 აგვისტო განსაზღვრა, თუმცა პროცესის დასრულება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად უსაფრთხოდ და თავისუფლად მოხდება მოქალაქეების ტრანსპორტირება აეროპორტამდე. ევროპის ქვეყნები ევაკუაციის პროცესის გაგრძელებას 31 აგვისტოს შემდეგაც არ გამორიცხავენ, მაშინ როდესაც თალიბანი ერთი კვირის შემდეგ ევაკუაციის შეწყვეტით იმუქრება. მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი „იუნისეფის“ მონაცემებით, 10 მილიონ ავღანელ ბავშვს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.