საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
გერმანია-საქართველოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა.
გერმანია საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შეხვედრაზე გერმანიის მთავრობის დახმარებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო პარტნიორობის საკითხებზეც იმსჯელეს.