პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, – ასე ულოცავს უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

მთავრობის მეთაური მიმართვას „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს. „მხარს ვუჭერთ აყვავებული, ევროპული სახელმწიფოს შენების თქვენეულ განზრახვას! დიდება უკრაინას“, – წერს პრემიერ-მინისტრი.