„ქართულ ოცნებაში“ სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავენ

„ქართულ ოცნებაში“ სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ეს საკითხი, უმრავლესობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო, თუმცა მმართველი პარტიის წევრები დეტალებს ამ დრომდე არ ახმაურებენ. დატოვებს თუ არა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი თანამდებობას და ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს პრემიერ-მინისტრი – საკითხი ჯერ ისევ ღიად რჩება.

უმრავლესობის სხდომიდან გამოსული „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებდნენ, რომ მამუკა ბახტაძე ხვალ დღის განმავლობაში განცხადებას თავად გააკეთებს. რაც უკვე დაზუსტებულია, ეს არის ცვლილება თავად პარტიაში  ბიძინა გეგიძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს.

თემაზე საუბარს სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს.