საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი

როგორი იქნება საქართველოს შემდგომი ნაბიჯები ევროინტეგრაციის პროცესში – შეძლებენ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელისგან მიღებული ახალი, 9-პუნქტიანი საშინაო დავალების შესასრულებლად ერთობლივ მუშაობას? ევროპელი ლიდერები ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ბოლოდროინდელ პროგრესზე მიუთითებენ, თუმცა რეფორმებზე მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის პასუხისმგებლობას სახელისუფლებო პარტიას აკისრებს. უმრავლესობაში კი, ოპონენტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი ამჯერადაც არ აქვს.