პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შვეიცარიაში

საქართველოს ევროინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები. ამ საკითხებზე მეორე დღეა შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში შეხვედრებს მართავს. პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები მიიღო, თავის მხრივ კი შვეიცარიულ მხარეს ჟენევის ფორმატში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. უკვე ხვალ, პარლამენტის თავმჯდომარე ლიხტენშტეინს ეწვევა, სადაც შეხვედრებს დილიდან გამართავს. დისკუსიის მთავარი თემა ბუნებრივია   საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება.

„მოამბე“ შვეიცარიიდან – პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს თეონა მანაგაძე აშუქებს.