ევროკომისიის 9 რეკომენდაცია - 12 ორგანიზაციის ანგარიში

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მედიისთვის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ორგანიზაციათა კოალიციამ წარმოადგინა ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 რეკომენდაცია. მათი თქმით, წარმოდგენილი გეგმა ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს ეყრდნობა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის კვლევებსა და ანგარიშებს. კოალიციების განმარტებით, ისინი გააგრძელებენ პროცესზე მონიტორინგს და შეეცდებიან ხელი შეუწყონ რეფორმების პროცესის გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას.