ანდრიუს კუბილიუსის განცხადება - შეფასებები

მმართველი გუნდი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება და მას სპეკულაციას უწოდებს. „ქართულ ოცნებაში“ კუბილიუსსა და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირზე საუბრობენ, რომლის მიზანი, მათივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება და ქვეყანაში არეულობის მოწყობაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ იმ ადამიანების სიტყვები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მფარველობენ, კატეგორიულად მიუღებელია. ცნობისთვის, კუბილიუსმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. ოთხი თვის შემდეგ კი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის.“