საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში, საქართველოს სამთო კურორტები – ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.
თემას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი საჰაერო მოძრაობის მართვის შენობისა და სასწავლო ცენტრის გახსნას ესწრება.