საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

12:12, 18.05.2018
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში,  საქართველოს სამთო კურორტები – ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს.  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.
 თემას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი საჰაერო მოძრაობის მართვის შენობისა და სასწავლო ცენტრის  გახსნას ესწრება.

მსგავსი