ბრინჯაოს მედალი ნარდის მსოფლიო ჩემპიონატზე

12:31, 12.07.2024

სტოკჰოლმში ნარდის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჯგუფური ეტაპი ჩვენმა სპორტსმენებმა წაუგებლად დაასრულეს. ნახევარფინალში კი ინგლისის ძლიერ გუნდთან დამარცხდნენ. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ქართველებმა ნორვეგიის გუნდს 2:1 სძლიეს და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ნაკრებიდან შეჯიბრზე მონაწილეობდნენ მარინა პირველი (გუნდის კაპიტანი), ნათია არჯევანიძე და ხათუნა გიორგობიანი. გუნდის ხელმძღვანელი იყო საერთაშორისო კატეგორიის ნარდის ოსტატი, ნოდარ გაგუა.

მსგავსი