წარმატებული სპორტსმენების მიღების ცერემონია გორში

15:30, 12.09.2024

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით, გორში წარმატებული სპორტსმენების მიღების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების გარდა, პარამკლავჭიდელებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს. პროექტის ფარგლებში, პარამკლავჭიდელებსა და ოლიმპიელებს შორის ფარიკაობასა და ბოჩაში სიმბოლური შეჯიბრება ჩატარდა.

მსგავსი