ქართული სასურსათო პროდუქცია დოჰაში.
საქართველო კატარში მიმდინარე საერთაშორისო აგრო-გამოფენაში მონაწილეობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული კომპანიები და ვიზიტორები ქართულ სტენდთან საერთაშორისო სტანდარტებით დამზადებულ პროდუქციას ეცნობიან. მასშტაბურ გამოფენას 20 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, რაც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.