პროდუქციის მარაგი ქვეყანაში

სავაჭრო ობიექტების მარაგის შევსება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. ქსელური მარკეტების წარმომადგენლების და დისტრიბუტორების ინფორმაციით, სასურსათო პროდუქციის დეფიციტი გამორიცხულია.

სავაჭრო ობიექტებში არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნო ეკონომიკის მინისტრი.