ინფლაცია და გაზრდილი ფასები

ლარის კურსის შედარებით გამყარების მიუხედავად, ქვეყანაში ინფლაცია მაინც იზრდება.

ფასებმა განსაკუთრებით სასურსათო პროდუქციაზე იმატა. ცალკე პრობლემაა საწვავი, რომელიც სურსათს კიდევ უფრო აძვირებს. თუ თვეების წინ ეროვნული ბანკი წლის ბოლოსთვის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებას პროგნოზირებდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა პროგნოზები შეცვალა. მზარდი ინფლაციის ფონზე კონკურენციის სააგენტო მოკვლევას იწყებს, რატომ არ აისახება ბოლო პერიოდის საერთაშორისო ტენდენცია და ნავთობის შედარებით გაიაფება ქართულ ბაზარზე. მთავრობისთვის დასკვნის წარდგენამდე ნავთობიმპორტიორთა კავშირი დღეს არსებულ ფასებს ადეკვატურად მიიჩნევს.