საქართველო მსოფლიო ბანკთან პარტნიორობის 30 წლის იუბილეზე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი ხდება. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობის სამი ათწლეულის განმავლობაში, ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ტრანსფორმაციული განვითარების პროცესში. საქართველო საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წევრი 1993 წელს გახდა და მას შემდეგ, როგორც ბენეფიციარმა, მილიარდ 53 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.