საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებენ. სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა, დამირ კრსტიჩევიჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში გააფორმეს.
ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ქალაქ სპლიტში, ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენასაც დაესწრება და სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას დაათვალიერებს.