საქართველო-ხორვატიის ერთობლივი დეკლარაცია
საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებენ. სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა, დამირ კრსტიჩევიჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში გააფორმეს.