თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიების პირველი ნაწილი იაპონური ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტების ანსამბლს დაეთმო, ასევე საქართველოს საბალეტო დასმა იაპონურ ანსამბლთან ერთად, ერთმოქმედებიანი ბალეტი „სიზმრები იაპონიაზე“ წარმოადგინა. ღონისძიებას იაპონიის ელჩი საქართველოში და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ.