საქართველო ჰონგ-კონგიდან ბიზნესდელეგაციას მასპინძლობს

საქართველო ჰონგ-კონგიდან უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას მასპინძლობს. განიხილება პროექტის “აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმები, ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი.

ღონისძიების მიმდინარეობის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ისმენენ რამდენიმე წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ პრეზენტაციებს და იგეგმება ადგილობრივ კომპანიებთან შეხვედრები.