საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია. ნუცა ბუზალაძე გუშინ მე-11 ნომრად გამოვიდა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, კონკურსის ფინალში გადავიდა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, მეორე ნახევარფინალიდან გავიდა 9 ქვეყანა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია და სომხეთი.
ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული 11 მაისს გამოვლინდება.
ნუცა ბუზალაძე 24-ე ნომრად იმღერებს. კონცერტს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ევროვიზია