ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის კონკურსზე მე-11 ნომრად წარდგება

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს 23 საათზე გაიმართება. მაყურებლის წინაშე 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება, მათ შორის ნუცა ბუზალაძე. ხმის მიცემა დაწყებულია და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს. დღეს ნუცა ბუზალაძე მაყურებლის წინაშე მე-11 ნომრად წარდგება, საქართველოსთან ერთად დღეს იმღერებენ: საბერძნეთის, მალტას, ნიდერლანდების, შვეიცარიის, ისრაელის, სომხეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ავსტრიის, ესტონეთის, დანიის, სანმარინოს, ალბანეთის, ჩეხეთისა და ლატვიის წარმომადგენლები. ფინალისტების ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი. ევროვიზიის ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.