ევროვიზია 2024 - ნუცა ბუზალაძე კონკურსზე სიმღერით „Firefighter“ დღეს წარდგება

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს 23 საათზე გაიმართება. მაყურებლის წინაშე 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება, მათ შორის ნუცა ბუზალაძე. ხმის მიცემა დაწყებულია და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს.

ევროვიზიის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.