საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია

საქართველო ევროვიზიის ფინალშია.

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის მეორე ნახევარფინალი ქართველი კონკურსანტისთვის წარმატებული შედეგით დასრულდა. ნუცა ბუზალაძე ხვალ ევროვიზიის ფინალურ შოუზე 24-ე ნომრად გამოვა. ხვალ მაყურებლის და ჟიურის ხმებით გადაწყდება, ვინ გახდება ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული. არჩევანი 26-ს მონაწილეს შორის უნდა გაკეთდეს.

ჟიურის ქულებს კონკურსის მონაწილე 37-ივე ქვეყანა გამოაცხადებს. ამავე ქვეყნებიდან შესაძლებელი იქნება   ხმის მიცემა საქართველოსთვის. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას, 23 საათიდან ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.