საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა

პროგრესი, გამოწვევები და რეკომენდაციები. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ორდღიან მუშაობას აჯამებს. შეხვედრა ამ წუთებში იწყება. რამდენიმე საათში კი ერთობლივ განცხადებას მიიღებენ.

დოკუმენტი საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. განსაკუთრებული აქცენტი ტექსტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კეთდება და იმ დარღვევებზე, რომელიც ფიქსირდება. ასევე ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციასა და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.

თემის დეტალები „მოამბეში“.