საქართველო ციფრული აბრეშუმის გზის განვითარებაში მონაწილეობას გეგმავს

საქართველო ციფრული აბრეშუმის გზის განვითარებაში მონაწილეობას გეგმავს. ფინანსთა სამინისტრო პროექტზე იწყებს მუშაობას, რომლის მიზანია, დაჩქარდეს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა.

პრეზენტაცია მამუკა ბახტაძემ გამართა. ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნული დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.