საპროტესტო აქციები სომხეთში

პოლიტიკური ვნებათაღელვა სომხეთის დედაქალაქს სცდება.

საპროტესტო გამოსვლები ერევნიდან სხვა ქალაქებსა და რეგიონებში ინაცვლებს. პრემიერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად აქციას გიუმრში მართავს, 29 აპრილიდან დემონსტრაციები ისევ ერევანში გაგრძელდება. ოთხპუნქტიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ფაშინიანი უკან დახევას არ აპირებს.

თავის მხრივ პოზიციას არ ცვლის პრემიერობის სახელისუფლებო კანდიდატი, რომელმაც ფაშინიანის შეთავაზება არ მიიღო და ოპონენტს არ შეხვდა. უარის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერი მმართველ პარტიაში არსებულ არეულობაზე საუბრობს.

„მოამბე“ სომხეთიდან – ლიკა ალელიშვილი იმყოფება გიუმრიში.