ალჟირში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
დემონსტრანტები მოქმედი პრეზიდენტის მეხუთე ვადით შესაძლო გაპრეზიდენტებას ეწინააღმდეგებიან. არჩევნები ალჟირში 18 აპრილს არის დანიშნული.
ალჟირის მოქმედი პირველი პირი, 82 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკა ქვეყანას 1999 წლიდან მართავს. კიდევ ერთხელ გამარჯვების შემთხვევაში ის დემონსტრანტებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ჰპირდება, თუმცა ქუჩაში გასულ მოქალაქეებს დაპირების არ სჯერათ.