ამნისტიის შესახებ კანონპროექტი

პარლამენტში ამნისტიის ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება. თითქმის ერთკვირიანი მსჯელობის მიუხედავად, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის საერთო პროექტის ინიცირების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამიტომ ოპოზიცია დღეს ამნისტიის საკუთარ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

ორივე მხარე თანხმდება, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ რეკომენდებული და პირველივე პუნქტში ჩაწერილი ამნისტიის აქტი არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც ივნისის მოვლენების დროს პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, თუმცა, მხარეებს შორის დარჩა შეუთანხმებელი პუნქტებიც.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ ამნისტია გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებზე და ასევე კანონში ჩაიწეროს, რომ ამნისტიისთვის დაზარალებულის თანხმობა აუცილებელია.