ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, გელათის გადარჩენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას გელათის შესახებ არსებული დასკვნის გასაჯაროებას და დროულ რეაგირებას სთხოვენ. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები არიან. აქციას საქართველოს მეცნიერების განათლების და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირიც შეუერთდა.