დაძაბული ღამის შემდეგ, გუმათში ამ წუთებში სიმშვიდეა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერები და წევრები რკინის ჯებირებთან იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ ხმაურის აქცია და ჯებირებს მიღმა გადასვლის მცდელობა ყოველ დღე ექნებათ და ისევ არ მისცემენ საშუალებას კომპანია „ენკას“ ავტომანქანებს, რომ რიონის ხეობაში გადაადგილდნენ.
გუმათში პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეთა გეგმების შესახებ, პირდაპირ ეთერში ნინო ფისაძე გვიერთდება.
მოამბე