საპროტესტო აქცია ახმეტის რაიონში. ზემო ალვანის, ქვემო ალვანისა და ლალისყურის მოსახლეობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვს.
აქციის მონაწილეებმა თუშეთისკენ მიმავალი გზის დაგვიანებით გახსნის შემთხვევაში ტურისტული სეზონის ჩავარდნასა და ასევე პირუტყვის საძოვრებზე დაგვიანებით გადაყვანით გამოწვეულ ზარალზეც ისაუბრეს.
ახმეტის მერის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 72 კილომეტრიანი გზის მხოლოდ 26 კილომეტრია გაწმენდილი. მისივე თქმით, დღეს გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან.