ქერეს მოსახლეობა, სოფლისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
პროტესტის ნიშნად ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სოფელში არსებულ სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია იმ შეღავათებით სარგებლობა, რასაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი გულისხმობს. ქერელები სოფელში გზის, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას და დაზიანებული სკოლის შენობის გარემონტებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა კაპანაძე შეხვდა. მერიამ მოსახლეობას ხელახალი განაცხადის შევსებას ურჩია და მთის საბჭოსთან შუამდგომლობას დაპირდა.