თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი, დეკან გიორგი ღაღანიძეს უპირისპირდება. ისინი კლანურ მმართველობასა და კორუფციაზე მიუთითებენ. მაღლივი კორპუსის წინ, დღეს საპროტესტო აქციაც გაიმართა. პროფესორების განცხადებით, გიორგი ღაღანიძე უნივერსიტეტის ყოფილი და ახლანდელი რექტორების გუნდის წევრია და ფაკულტეტზე მათ ინტერესებს ატარებს. აქციის მონაწილეების განამარტებით, ამ კლანის ნების გარეშე უნივერსიტეტში და მათ შორის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, თანამდებობებზე არცერთი ადამიანი არ ინიშნება.
თავად გიორგი ღაღანიძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.