საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

სიახლეა პენსიონერებისთვის.

საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, რომლებმაც პენსიებით უზრუნველყოფილი სესხები 2023 წლამდე აიღეს, საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ. დაბალი პროცენტით უკვე სარგებლობდნენ ის პენსიონრები, რომლებმაც სასესხო ხელშეკრულებები 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ გააფორმეს. შესაბამისად, შარშან განახლებული პირობები მანამდე გაცემულ სესხებზეც გავრცელდება. ახალი პირობა კი საპენსიო სესხის პროცენტის სპეციალური ფორმულით გამოთვლას გულისხმობს, რომელიც საპროცენტო განაკვეთს დაახლოებით 23-24%-ის ფარგლებში განსაზღვრავს და მანამდე არსებულ პროცენტს ექვსი პროცენტით ამცირებს.