„გამარჯვების პლატფორმის“ ბრიფინგი

გამარჯვების პლატფორმა, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ აერთიანებს, პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულებას ითხოვს. მათი თქმით, თუ ჯამში 400 მილიონი ლარის საპენსიო სესხები დაიფარება, 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჭარბი ფინანსები არსებობს.

აღნიშნულს უკვე უპასუხეს ფინანსთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხდება, რადგან ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხები, სხვადასხვა პროგრამებზე ნაწილდება.