საპენსიო სესხის პროცენტი შემცირდება

პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის შემცირება იგეგმება. ცვლილება მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში. დღეს პენსიონერებს სესხის აღება წლიურ 36 პროცენტში შეუძლიათ. მომავალში მაქსიმალური ზღვარი 26 პროცენტი იქნება. ამ ზღვარზე მაღალი პროცენტის დაწესება კანონმდებლობის დონეზე აიკრძალება. სესხის პროცენტის შემცირების ინიციატივა პარტია „მოქალაქეებს“ ჰქონდათ, რომლებმაც საკითხზე უმრავლესობასთან ერთად იმუშავეს.