შეხვედრა პენსიონერებთან

პარტია „მოქალაქეები“ პენსიონერებთან შეხვედრებს განაგრძობს.

საპენსიო სესხების მქონე მოქალაქეებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი შეხვდა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გუნდის იურისტების ჩართულობით გაიმართა. მიზანია კი იმ პენსიონერების დახმარებაა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საპენსიო სესხების გამო დაზარალდნენ, რადგან არ იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულები. პენსიონერების ორგანიზების და იურიდიული დახმარების ინიციატივა, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეებს“ ეკუთვნის. ანალოგიური შეხვედრები თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში და ქუთაისში უკვე ჩატარდა.