საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში

ბულგარეთში ბოლო ორ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები უკვე მეხუთედ იმართება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ახალ პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების მიღებას ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს. სოციოლოგიური კვლევებით, არჩევნებში ფავორიტებად ითვლებიან ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის კონსერვატიული პროევროპული კოალიცია და მისი პარტნიორი „დემოკრატიული ძალების კავშირი“. მეორე ადგილზეა ახალ ჩამოყალიბებული კოალიცია, რომელშიც შედიან პროდასავლური პარტია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს“ და რეფორმისტული „დემოკრატიული ბულგარეთი“. ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია შეძლებს პირველ ადგილზე გასვლას, მთავრობის ფორმირება მაინც პრობლემური იქნება.