ბულგარეთმა რუსული სპეცსამსახურის ოპერაცია გაშიფრა 

რა კავშირი აქვს საქართველოსთან ბულგარეთში 2011-2020 წლებში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებების სერიას, რომელშიც ეჭვმიტანილად დღეს ბულგარეთის პროკურატურამ რუსეთის 6 მოქალაქე დაასახელა. ირკვევა, რომ აფეთქებები იმ საწყობებში მოხდა, სადაც უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის საექსპორტოდ გამზადებული პროდუქცია ინახებოდა. რუსული კვალი იკვეთება 2014 წელს, ჩეხეთის ქალაქ ბრეტიცეში მდებარე იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებაშიც, სადაც ჩეხური მხარის ცნობით, რუსეთის დაზვერვის ის ოფიცრები ფიგურირებენ, რომლებიც 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში მონაწილეობდნენ.