რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის

რეგულაციებს აწესებს ბულგარეთი. 26 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას, – ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საელჩოს ცნობით, ბრძანება არ ეხება საქართველოდან მიმავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შესასვლელად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი „პისიარ“ პასუხი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი.