„მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობდა ქალაქ კრამატორსკთან, საიდანაც დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. საქართველოს საელჩოს მოწოდების შესაბამისად, ისინი იცვლიან დისლოკაციის ადგილს და ხარკოვის გავლით კიევისკენ მიემართებიან. ხარკოვთან კი მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტაკება რუსეთის საოკუპაციო ძალებთან.