საოკუპაციო ზოლში რუსი სამხედროების მიერ საგუშაგოს მშენებლობა გრძელდება
უკვე მეოთხე დღეა, საოკუპაციო ზოლში რუსი სამხედროების მიერ საგუშაგოს მშენებლობა გრძელდება. რკინის კონსტრუქციაზე სათვალთვალო კოშკი უკვე დადგმულია. დღეს დილიდან კი ოკუპანტები მიმდებარე ტერიტორიას სწორედ ამ საგუშაგოდან აკონტროლებენ.
მოსახლეობა ვითარების დამძიმებასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. ადგილობრივები შიშობენ, რომ საკუთარ ბაღებში ვერც შესვლას და მუშაობას და ვერც მოსავლის აღებას შეძლებენ.
“მოამბის” ჟურნალისტი ნინო ფისაძე ადგილზე მუშაობს და შიდა ქართლში მიმდინარე პროცესის შესახებ ის ახალა ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.