ერთდღიანი ტყვეობის დასასრული.
გორის რაიონის სოფელ აძვის ტერიტორიაზე დაკავებული ოთხივე მოქალაქე თავისუფალია. მათ ცხინვალის ე.წ. იზოლატორი უკვე დატოვეს. რუსი სამხედროები აძვის მცხოვრებლებს სოფლის სალოცავთან დაესხნენ თავს და ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გათავისუფლების პროცესში საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად იყვნენ ჩართულები, გააქტიურებული იყო ცხელი ხაზიც. როგორც გატაცებულები ჰყვებიან, მათ ხელწერილები დააწერინეს და გამოუშვეს. ამ მომენტისთვის ცხინვალის ე.წ. იზოლატორში სხვადასხვა დროს დაკავებული კიდევ სამი მოქალაქე რჩება.