რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – ოკუპანტებმა დაბომბეს სუმის ოლქი. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტების მისამართით 18-ჯერ გახსნეს ცეცხლი, ასევე, დონეცკის ოლქში, სლავიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ოთხი საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 20-ჯერ ისროლეს.

ბახმუტის მიმართულებით გასული დღე-ღამის განმავლობაში 39 შეტაკება მოხდა, რომლის შედეგად ლიკვიდირებულია 239 რუსი სამხედრო.