საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ნომერ პირველ საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური გაათავისუფლეს.
ციხელაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმ რეპრესიებისა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში. ციხელაშვილის თქმით, საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს.