საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი უკვე საკუთარ ოჯახშია
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი უკვე საკუთარ ოჯახში იმყოფება. საქართველოს მოქალაქე ერთი წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სოფელ დისევის მკვიდრი ე.წ. საზღვრის კვეთისთვის აიყვანეს, შემდეგ კი მას დივერსიის ბრალდება წაუყენეს.
ქართული მხარე მის უპირობოდ გათავისუფლებას ერგნეთის ყველა შეხვედრაზე ითხოვდა.
გიუნაშვილი უკვე მოინახულა შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
რას აცხადებს გიორგი გიუნაშვილი 18-თვიანი პატიმრობის შემდეგ და რა ინფორმაცია ვრცელდება მისი გათავისუფლების შესახებ? – თემას ნინო ფისაძე განაგრძობს.