საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 70 წლის ელდარ გუნდიშვილი თავისუფალია. ის ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე უკვე გადასცა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა მამაკაცი სოფელ აძვიდან, საკუთარი სახლის სიახლოვეს, ტყიდან მომავალი დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ელდარ გუნდიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანეს, სადაც მან სამართალდამცველების შეკითხვებს უპასუხა.