საოკუპაციო ხაზთან დაკავებულის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუას ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ოჯახის წევრების განცხადებით, თუ დღეს ოკუპირებულ გალში 12 000 რუბლის არ გააგზავნიან, გულადი ხუბუას საქმე ე.წ. სასამართლოს გადაეცემა.
დაკავებულის ძმა, მერაბ ხუბუა აცხადებს, რომ ოჯახს არ აქვს აღნიშნული თანხა, მათ ვერც სამედიცინო ცნობა გააკეთეს და არ გამორიცხავს, რომ გულადი ხუბუა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გაასამართლონ. ოჯახის ინფორმაციით, გულადი ხუბუა გალის იზოლატორში ჰყავთ, თუმცა, არ ფლობენ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რუსმა ოკუპანტებმა გულადი ხუბუა გუშინ დააკავეს.